ბაიდენის თქმით, "ჰამასის" ლიდერის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, არ ეხმარება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ღაზის სექტორში მიმდინარე ომში. ჰანიეს მკვლელობაზე ეს ბაიდენის პირველი კომენტარი იყო.


შეკითხვას, ჰანიეს მკვლელობამ შეამცირა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს  - ხელს არ უწყობს.“ ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათსვე, პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და რომ მას დაჰპირდა, „დაიცავს ისრაელს "ირანის ყველა საფრთხისგან.“


ცნობისთვის, ირანში მომხდარზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს მთავრობას არ აუღია, მაგრამ მან აღინიშნა, რომ ბოლო დროს, ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ირანის მარიონეტებს, მათ შორის, „ჰამასს“ და ლიბანში დაფუძნებულ „ჰეზბოლას“. ირანი ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერად უპასუხებს.


ამ კვირის დასაწყისში ისრაელმა და „ჰამასმა„ ერთმანეთი მოლაპარაკებებში პროგრესის შეფერხებაში დაადანაშაულეს.ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელმა ახალი პირობები წამოაყენა, ხოლო ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ წინადადებაში 29 ცვლილება მოითხოვა.